მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.
“ვაშინგტონში არაერთხელ ითქვა, რომ მოლაპარაკებებზე უარის თქმას სანქციები მოჰყვება. ჩვენ უნდა შევასრულოთ ყველაფერი, რაზეც პარიზში შეთანხმება მოხდა. ჩვენ ასევე ველით ყველა შეთანხმების შესრულებას ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ყოველი დამატებითი სისტემა მშვიდობიან მოსახლეობას ამ საზიზღარი დარტყმებისგან იხსნის. მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები – ამისთვის საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება“ – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

