მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის საბავშვო ბაღში ქვეწარმავალი იპოვეს.
ბაღი სავარაუდოდ რამდენიმე დღით დაიკეტება და შენობას დეზინფექცია ჩაუტარდება. ადგილობრივების ცნობით, ბაღის მიმდებარედ ქვეწარმავალი უკვე მესამედ იპოვეს და სოფელში ეს პრობლემა ახალი არ არის.