მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის ინფორმაციით, რომელიც მან სამეურვეო საბჭოს წევრებს დღეს მიაწოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს ექვსი ახალი თანამშრომელი დაემატა.
„მოამბის“ ახალი თანამშრომლები არიან: იმედა დარსალია, ხათუნა გაგნიძე, სანდრო ჯუფალაკიანი, ირაკლი აბსანძე, ქეთი თუთბერიძე, ქეთი ქაშაკაშვილი.
ხათუნა გაგნიძე, სანდრო ჯუფალაკიანი და ირაკლი აბსანძე საზოგადოებრივში სამუშაოდ ტელეკომპანია „იმედიდან“ გადმოვიდნენ, ქეთი ქაშაკაშვილი და ქეთი თუთბერიძე – ტელეკომპანია „მაესტროდან“, ხოლო იმედა დარსალია სხვადასხვა მედიასაშუალებაში, ბოლოს კი თავდაცვის უწყების პრესსამსახურში მუშაობდა.