„გაზპრომთან“ გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას IRI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობა ნეგატიურად აფასებს.
შეკითხვაზე: „როგორ შეაფასებდით „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შეცვლას?” – უარყოფითი პასუხი გამოკითხულთა 58 %-მა გასცა.
ახალ ხელშეკრულებას პოზიტიურად აფასებს 11 %, 16 %-მა განაცხადა, რომ „არც პოზიტიურად და არც ნეგატიურად“, ხოლო 15 %-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხვა 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში 1 501 რესპონდენტი გამოიკითხა.
„გაზპრომ–ექსპორტის“ ხელმძღვანელობა და ქართული ხელისუფლება ფულადი ფორმით გადახდაზე შეთანხმდნენ. ადრე საქართველო ტრანზიტის საფასურის სახით ბუნებრივი აირის სატრანზიტო მოცულობების 10%-ს იღებდა.