ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა პასუხი გავცე სიცრუეს”: ბერა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ექს-პრემიერის ვაჟი ბერა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრ, ნუგზარ წიკლაურის ბრალდებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც ბერა ივანიშვილის “უკანონო მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო შს მინისტრმა პოლიციის ცხრა თანამშრომელი გაათავისუფლა”:
“მოგესალმებით ყველას, მინდა პასუხი გავცე ჩემზე გავრცელებულ სიცრუეს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს მხოლოდ ერთი კატეგორიის ხალხი კადრულობს… მომხდართან არც მე და არცერთ ჩემს ახლობელს არანაირი კავშირი არ გვაქვს.
მუდამ თქვენი ბერა”-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ნუგზარ წიკლაურის მტკიცებით, შარდენზე კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციელების მიერ დაკავებული დაცვის წევრის გათავისუფლება ბერა ივანიშვილმა მოითხოვა, რასაც პოლიციელები არ დაემორჩილნენ. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი ინცინდენტის გამო პოლიციის ცხრა თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა.

იტვირთბა....