ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, პრემიერი აქამდე არცერთ მათგანს არ შეხვედრია.  როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ პრემიერ-მინისტრი მათ არ შეხვდება, უვადო შიმშილობას დაიწყებენ და აქციებს იქამდე გამართავენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მთავრობის კანცელარიასთან საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც, რადგან აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.

ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრი 30 იანვარს მოხდა. ხანძრის შედეგად შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

 

იტვირთბა....