ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში “ბარსელონამ” “პარი სენ-ჟერმენი” დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.
თამაში 8 მარტს ბარსელონაში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 6:1. 88-ე წუთზე კატალონიელები 3:1-ს იგებდნენ და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად სამი გოლის გატანა სჭირდებოდათ. 88-ე და 91-ე წუთებზე გოლები გაიატანა ნეიმარმა, ხოლო გადამწყვეტი ბურთი მოწინააღმდეგის კარში 95-ე წუთზე სერხიო რობერტოს წყალობით მოხვდა.
პირველი შეხვედრა “პარი სენ-ჟერმენის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ასეთი ანგარიში (0:4) გადალახა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.