თურქეთის ჩრდილოეთით, ეგეოსის ზღვაში ერთმანეთის მიყოლებით 2 მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.3 მეათედი მაგნიტუდა შეადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 5 ადამიანი და დაზიანდა 90-მდე სახლი.
ბიძგები განსაკუთრებით ძლიერად კანაკალეს პროვინციის სოფლებში იგრძნობოდა. მოსახლეობის ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა, მათ სახლებში დაბრუნების ეშინოდათ.