“რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახის წევრისვის 1 მილიონი ლარის გადაცემას “ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიმე მოთხოვნა დააყენა, რომლის შესრულებასაც, როგორც უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ხატია დეკანოიძემ, განაცხადა, მონიტორინგს გაუწევენ.
“საერთო სასამართლოების კანონის შესაბამისად, იუსტიციის საბჭოსგან უფლებამოსილება შეუწყდეს კორუმპირებულ ნაზღაიძეს.
“დიდმა პალატამ გააუქმოს ნაზღაიძის მიერ გამოტანილი განაჩენი რუსთავი 2-ის საქმეზე.
“გაუქმდეს გარიგება, ხელშეკრულება მოსამართლე ნაზღაიძესა და თბილსის მერიას შორის. ხალხის კუთვნილი ფული დაბრუნდეს ბიუჯეტში.
“თბილისის მერის იმპიჩმენტი უნდა მოხდეს.
“დაისაჯოს ყველა უფლებამოსილი პირი, რომლებმაც დანაშული ჩაიდინეს” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.