როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო კომისიის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებთან საუბარში “პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და დეპუტატი ადა მარშანია ადასტურებს. მისი თქმით, შეთანხმება ნაწილობრივ მიღწეულია. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში გადმოვა.
„შევთანხმდით, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და გადომოვა აქ,“ – განაცხადა ადა მარშანიამ. მმართველ გუნდში კი შეთანხმებას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.