ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი ასე სამარცხვინოდ იქცევა”: ბოკერია ამბობს, რომ გასაღები სააკაშვილის ხელშია

“პარტიის ის ნაწილი, რომლის ზოგადი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ “მიშა როგორც იტყვის” ავტომატურად ისე უნდა იყოს, ნაბიჯ-ნაბიჯ ხლიჩავს პარტიას”, – განაცხადა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ის ბინძური კამპანია, რომელიც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დაიწყო პარტიის ლეგიტიმური ორგანოების ბოიკოტირებით გაგრძელდა.
”სამწუხაროდ, პარტიის ის ნაწილი, რომლის ზოგადი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მიშა როგორც იტყვის ავტომატურად ისე უნდა იყოს და ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ნაბიჯ-ნაბიჯ ხლიჩავს ამ პარტიას. ეს პირველ რიგში მდგომარეობს იმ ბინძურ კამპანიაში, ივანიშვილთან გარიგებასთან დაკავშირებით, რომელშიც სამწუხაროდ, თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო მონაწილეობა და გაგრძელდა პარტიის ლეგიტიმური ორგანოების ბოიკოტირებით. ჩვენ ვხვდებით პარტიის რიგით წევრებს, გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ამ მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად, მაგრამ ვშიშობ, ამ შემთხვევაში არაა ეს გასაღები ჩვენს ხელში. გასაღები არის მიხეილ სააკაშვილის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფის ხელში, რომელიც ამ სიბინძურეს, ამ ტალახს ისვრის და სამწუხაროდ, ასე სამარცხვინოდ იქცევა”, – განაცხადა ბოკერიამ.

იტვირთბა....