ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ცვლილებებს გეგმავს ჯეჯელავა სკოლების სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით

სკოლების სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ორი ცვლილება იგეგმება. ჯეჯელავას თქმით, შინაარსობრივ გაუმჯობესებასთან ერთად წიგნი იქნება უფრო მსუბუქი იქნება. მისივე თქმით, დაიწყო მუშაობა ელექტრონული სახელმღვანელოების შექმნაზე.
„ორი უმნიშვნელოვანესი ცვლილება შეგვაქვს 2017 წლიდან სახელმძღვანელოების საკითხში. ახალი სახელმძღვანელოების მომზადების პროცესი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. სხვა შინაარსობრივ გაუმჯობესებასთან ერთად იქნება უფრო მსუბუქი, გაყოფილი იქნება ნაწილებად, ვინაიდან მოგეხსენებათ, ჩანთის სიმძიმის პრობლემა ბევრი ოჯახის უკმაყოფილებას იწვევს. წიგნების ხარისხობრივ გადამუშავებასთან ერთად ვმუშაობთ ელექტრონული წიგნების შექმნაზე. რა თქმა უნდა, იქნება არჩევითი. ოჯახის მიერ იქნება არჩეული იხელმძღვანელებს თუ არა ელექტრონული სახელმძღვანელოთი. ვფიქრობთ, დროთა განმავლობაში ელექტრონული სახელმძღვანელოების მოხმარების რაოდენობა გაიზრდება და უფრო ინტენსიური გახდება”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

იტვირთბა....