ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ყველაზე მეტი ცვლილება კონსტიტუციაში პრეზიდენტის ნაწილს სჭირდება“

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შსს-ს აკადემიაში საჯარო ლექცია გამართა და სტუდენტებს საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციონალიზმის ისტორიის შესახებ ესაუბრა. კობახიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ცვლილება კონსტიტუციაში პრეზიდენტის ნაწილს სჭირდება.

“ეს თავი ყველაზე მეტად საჭიროებს ცვლილებას, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის გამიჯნული კომპეტენციები სახელმწიფოს მეთაურს და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. მთავრობის ნაწილში არის კონკრეტული რეგულაციები, რომელიც იყო მწვავე კრიტიკის საგანი ვენეციის კომისიის მხრიდან, განსაკუთრებით, მთავრობისთვის ნდობის და უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. ორივე პროცედურა საჭიროებს არსებით დახვეწას ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად.

დაუშვებელია, როგორც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა კონკრეტულ პერსონაზე მორგებით, ასევე, დაუშვებელია კონკრეტულ ცვლილებებზე ტაბუს დადება კონკრეტულ გვარ-სახელებზე მითითებით.

არის მთელი რიგი აქტუალური საკითხებისა, რომელიც განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდება საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების პროცესში. ეს პირველ რიგში არის საარჩევნო საკითხები. დღეს გვაქვს ჩვენ ერთგვარი შერეული მოდელი, რაც გარკვეულ ფორას აძლევს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. ამ გარემოებაზე მითითებით, არის მოთხოვნა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე და ეს საკითხი ბუნებრივია, უნდა გახდეს მსჯელობის საგანი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. როდესაც საუბარია საარჩევნო სისტემაზე, აქ დღის წესრიგში დგას ორი ძირითადი ლეგიტიმური ინტერესი – სისტემის დემოკრატიულობა და პლურალიზმის ინტერესის მაქსიმალურად წინ წამოწევა, ხოლო მეორე ლეგიტიმური ინტერესი არის სტაბილური მთავრობის უზრუნველყოფა“,– განაცხადაკობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ შექმნილია საკონსტიტუციო კომისია. კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ განაცხადა.

იტვირთბა....