ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მილანში მოკლეს

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი  მილანში ორმხრივ სროლის დროს პოლიციამ მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მილანის ერთ-ერთ გარეუბანში მოკლეს. ახალაგზრდა მამაკაცი პოლიციამ საბუთების შესამოწმებლად გააჩერა, რა დროსაც მან ცეცხლი გახსნა. ორმხრივი სროლის დროს დაჭრილია პოლიციის ერთი ოფიცერი.

24 წლის ანის ამრის კვალზე გამოძიება თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ გავიდა. ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენა სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი საბუთებით გახდა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, ბერლინში საშობაო ბაზარზე მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....