ინდონეზიის საჰაერო ძალების თვითმფრინავი პაპუას რეგიონში ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 13-ვე ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავს ქალაქ ტიმიკადან ვამენაში საკვების მარაგი გადაჰქონდა, თუმცა დანიშნულების ადგილის მახლობლად, მთიან ზონაში ჩავარდა.
BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულთაგან ათი სამხედრო იყო.
წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა უამინდობა გამხდარიყო.