ფოთში, მალთაყვას უბანში 50-ზე მეტი ტრაილერია გაჩერებული. მათ საპატრულო პოლიცია გადაადგილების უფლებას არ აძლევს.
მძღოლების განცხადებით, თუ ისინი გადადგილებას შეეცდებიან, საპატრულო პოლიცია დააჯარიმებს. მძღოლები ამბობენ, რომ საკვების მარაგი ამოეწურათ, მაღაზიები კი მათგან შორსაა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, 50-ზე მეტი ტრაილერი თურქეთის მხარის მოთხოვნითაა გაჩერებული. მათი თქმით, ვინაიდან ტრაილერების გაჩერება თურქეთის მხარის მოთხოვნა იყო, შსს-არ აქვს ინფორმაცია, როდის შეძლებენ მძღოლები გადაადგილებას.