აქტუალური თემა ახალი ამბები ბიზნესი ვიდეო მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

როგორ გაჩნდნენ მწერები ჰერკულესში: რომელი ჰერკულესი ვუყიდოთ ბავშვებს (ვიდეო)

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მომხარებელი შვრიის ფანტელში, ე.წ. „ჰერკულესში“  მწერების არსებობას ასახავს.

ცნობისთვის, „მეტრონომს“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა ასევე დაუდასტურა Ясно Солнышко-ს შვრიის ფანტელში აღმოჩენილი მწერების შესახებ.

როგორც „მეტრონომს“ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ოფიციალური განცხადება ამ პროდუქტის ხარვეზის შესახებ არ მიუღიათ, თუმცა სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეტყობინებებსაც ადევნებს თვალ-ყურს და შესაბამის ზომებს იღებს.

„სავარაუდოდ ვადის გადაცილებასთან, ან შენახვის პირობების დარღვევასთან გვაქვს საქმე. მოვიკითხავათ და შესაბამის ზომებს მივიღებთ. სააგენტო რეაგირების გარეშე არ ტოვებს ინფორმაციას და სამომხმარებლო ბაზრის შემოწმება ხორციელდება“, – განუცხადეს „მეტრონომს“.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ეს საკითხი მას შემდეგ დგება, როცა მომხდარი ზუსტდება და კონკრეტული დეტალები ირკვევა.

„მეტრონომი“ დაუკავშირდა Ясно Солнышко-ს დისტრიბუტორი კომპანია „ლორგოს“ დირექტორს, ნოდარ სტეფანიშვილს, რომელმაც გავრცლებული ვიდეომასალის სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა:

https://www.youtube.com/watch?v=RkPdz934qOw

 

„ეს ვიდეო მასალა ჩვენთვის ცნობილია და მის ავტორს დავუკავშირდი. მან თავადვე აიღო ეს ვიდეო და დაწერა, რომ ეს მაღაზიის ბრალია, თუმცა არ მიუთითა კონკრეტულად რომელი მაღაზია იყო. რამდენიმე ვარიანტია რის გამოც ეს მოხდა: ჰერკულესი ან ვადაგადაცილებულია, ან შენახვის პირობებია დარღვეული. სხვათაშორის, ჭია ნატურალურ პროდუქტს უჩნდება, თორემ ქიმიური პროდუქტი ჭიას არ იკარებს. ტემპერატურული რეჟიმის ცვლილებისას, უჰაერობისას, 25 გრადუს ზემოთ ტემპერატურაზე შესაძლებელია მას გაუჩნდეს ჭიები. ეს მხოლოდ ჰერკულესს არ ეხება, ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება დაზიანდეს პირობების დაცვის დარღვევისას. სურსათის სააგენტო მუდმივად დადის ჩვენ საწყობში და ჩვენთან მსგავსი ჭია არასდროს აღმოჩენილა. ჩვენ თავად დავდივართ და ვერ აღმოვაჩინეთ საბედნიეროდ ასეთი პროდუქტი რომელიმე მაღაზიაში. ასევე შეიძლება თაროზე სხვა პროდუქტს გაუჩნდა ჭია და ჩვენ ჰერკულესზე გადმოვიდა. გამოვრციხავ, რომ ჩვენი საწყობიდან გადის ასეთ მდგომარეობაში. ამავდროულად, შესაძლებელია მომხმარებელმა, რომელმაც იყიდა მაღაზიიდან, მან არ დაიცვა შენახვის პირობები. როგორც კარაქი დადნება, მზეზე თუ დადებთ და ეს მწარმოებლის ბრალი არ იქნება, ასევე ჰერკულესის შენახვის პირობების დარღვევის გამო გაჩენილი რამ მწარმოებლის ბრალი არ არის.“ – განაცხადა ნოდარ სტეფანიშვილმა „მეტრონომთან“.

მისი განმარტებით, კომპანია მზად არის ითანამშრომლოს როგორც ჟურნალისტებთან, ასევე მომხმარებელთან და მათთან ერთად შეამოწმოს პროდუქტი მაღაზიებში.

იტვირთბა....