ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უნივერსიტეტის არჩევნები ჩაშლის პირასაა: კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ პროცესი დროებით შეჩერდა

 

“აუდიტორია 115-ი” ინფორმაციით, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები პირველ კორპუსში 4 საარჩევნო უბანზე ჩაიშალა. მათი განცხადებით, მეორე კორპუსში საარჩევნი ხმის მიცემის პროცესი ასევე შეწყვეტილია და კორპუსი სრულად პარალიზებულია სამართალდამცავების მხრიდან.

არჩევნების ჩაშლაზე საუბრობს “სამართლიანი არჩევნების” იურისტი გიორგი ნონიაშვილიც.

“თსუ-ს თვითმმართველობის არჩევნები ჩაიშალა. “აუდიტორია 115” შევარდა უბნებზე. უბნებს ISFED-იც აკვირდება.

აქ ბევრი მყავხართ “აუდიტორია 115″-დან. შეგიძლიათ მითხრათ, ეს რატომ გააკეთეთ?” – წერს ნონიაშვილი სოციალურ ქსელში.

კომისიის თავმჯდომარე დემეტრე ეგნატაშვილი კი ამბობს, საარჩევნო პროცესი დროებით შეჩერებულია. მისი თქმით, როგორც კი სუტუაცია დაწყნარდება პროცესი გაგრძელდება.

შეგახსენებთ, “აუდიტორია 115” შემდეგ ცვლილებებს ითხოვს:

საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს სტუდენტების მიერ შემოთავაზებული ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი მოდელი გაუქმდება, ხოლო მას ჩაანაცვლებს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სტუდენტური გაერთიანებები;

თსუ-ის საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები ჩატარდეს კანონში ცვლილების მიღების შემდეგ, პირდაპირი წესით;

დაუყოვნებლივ დაიწყოს გარე რეფერირების პრინციპის დანერგვის პროცესი;

სრულად რეაბილიტირდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი;

გაიზარდოს მეცნიერების დაფინანსება;

იტვირთბა....