aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

NATO-საქართველოს წრთვნები: რუსეთის შეშფოთებას NATO-ს გენერალური მდივანი ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ NATO-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით, სერიოზულ საფრთხეს ხედავს.

“ყურადღებას ვაქცევთ NATO-საქართველოს მორიგ წრთვნებს, რომელშიც მონაწილეობას იღებს 250-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე 13 ქვეყნიდან. ეს უკვე მესამე ასეთი ტიპის წვრთნაა მიმდინარე წელს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ინტენსიურ-ოპერატიული მომზადება მიმდინარეობს NATO-ს სტანდარტებით, ალიანსის სამეთაურო  სტრუქტურების აქტიური ჩართულობით. რუსეთი სერიოზულ საფრთხეს ხედავს რეგიონში სტაბილურობისა და სიმშვიდის კუთხით, ასეთი ტიპის ქმედებებით. თავიანთი შეშფოთების შესახებ არაერთხელ განაცხადეს საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმაც – სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა”. – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების განცხადებას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენებრგი გამოეხმაურა.

“რასაც ნატო აკეთებს, არის თავდაცვითი, პორპორციული და სრულად შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას. მე ვიმყოფებოდი საქართველოში ცოტა ხნის წინ. მივესალმები საქართველოსა და ნატო-ს შორის პარტნიორობის განვითარებას და გაძლიერებას. ზოგადად, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ცივი გონებით ვიმოქმედოთ, მოვძენოთ გზები დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, გავაგრძელოთ რუსეთთან მოლაპარაკებები, რათა რეაგირება მოვახდინოთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ჩვენს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობაზე. ამას  ნატო აკეთებს კიდეც. ჩვენ უახლოეს მომავალში ნატო-რუსეთის საბჭოს მორიგი შეხვედრის გამართვას ვგეგმავთ, ეს არის რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის არხების შენარჩუნების საშუალებაა”. – აღნიშნა  სტოლტენბერგმა.

 

იტვირთბა....