პარტიაში ვთათბირობთ პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა:
„მე პირადად ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და არჩევნების მეორე ტურშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს არის აუცილებელი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, იმ ნახევარი მილიონი ამომრჩევლისთვის, ვინც ხმა მისცა ჩვენ პარტიას და იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვოს. იმედი მაქვს ამას შევძლებთ.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.