ორთაჭალაში, დიდი ხეივნის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გამოძიებას უკვაშირდება, მიხეილ ჩ. დაკითხვაზე გადაიყვანეს. სპეცოპერაცია მის საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობდა.
მიხეილ ჩ.-ს ახლობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ის ამჟამად სიგარეტების საწყობში მუშაობდა, წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში მოგვიანებით კი, თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილად გამოაცხადა. ბრალდებული ინდენტიფიცრებულია.