„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს პრემიერი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა რამდენიმე დღის წინ. მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს, რადგან ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში წინასაარჩევნო გარემოს ჩრდილი ვერ მიადგება,“–აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილი რამდენიმე დღის წინ ააფეთქეს. შემთხვევამ ხუთი ადამიანი დააზიანა, რომელთაგან ერთის მდგომარეობაა ამ დრომდე მძიმეა.