გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მოხდა, თუმცა აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კრწანისის მე-7 ოლქში, ბექა ოდიშარია.
ინციდენტი ზემო ფონიჭალაში, “ქართული ოცნების” ღონისძიებიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შელაპარაკების დროს მიზარდი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.