ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბიძინა სანამ გამოჩნდებოდა მანამდე დამიმძიმდა მე ეს თავი“

“ბიძინა ივანიშვილის აზრები ჩვენ ვერ დაგვაზარალებს, იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ კარგად ჩანს რომ ის შემცდარია ამ შეფასებებში, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ან ცუდ შემთხვევაში ის იტყუება, მე ვფიქრობ რომ უფრო მეორეა”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

“ჩვენ როგორებიც ვიყავით ისეთები დავრჩით, უსუფაშვილი არის დინჯი და გაწონასწორებული, დავით ბერძენიშვილი არის მებრძოლი, თინათინ ხიდაშელი არის ძალიან სერიოზული მებრძოლი და მე მძიმე თავი მქონდა მაქვს და მექნება, ბიძინა სანამ გამოჩდნებოდა მანამდე დამიმძიმდა მე ეს თავი.

უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა ვერ დაიჯერა, რომ ვერ მოთოკა და ვერ დააბა, ვერ მიიბა „რესპუბლიკური პარტია“ და ვერ გააკეთა ჩვენგან მორჩილი ადამიანები, ვერ წაგვართვა უსუფაშვილი, ვერ გააკეთა თავისი პარტია, არის ხელმოცარული პოლიტიკური თვალსაზრისით, პარტიის მშენებლობის თვალსაზრისით და მე ვარ უბედნიერესი კაცი, რომ 38 წლის წინ მივიღე მონაწილეობა ისეთი პარტიის შექმნაზე რომელსაც ამოდენა გიგანტი ებრძვის”,- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა “TV პირველთან”.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „რესპუბლიკული პარტიისთვის“ სახელწმიფო იწყება იქ სადაც იწყება „რესპუბლიკური პარტია“ და სრულდება იქ, სადაც მთავრდება „რესპუბლიკური პარტია“.

„დანარჩენ სახელწიფოზე თუ განვაზოგადებთ ესეთი წამროდგენაა აქვთ, რაც რესპუბლიკურ პარტიაში არ შედის, მიღმა რჩება, რომ ილია ჭავჭავაძე არც თუ ისე კარგი კაცია კი არ ვციტირებ მათი წევრების გამონათქვამებს, ვუკეთებ სწორ ინტერპრეტაციას და ვიღაც დამპყრობელი არც თუ ისე ცუდი კაცია, ესეთი გამონათქვამები ხშირად მესმის და განათლებულობულობით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას ადეკვატურად პასუხობს. რესპუბლიკურ პარტიას არ აქვს რესურსი რომ საერთო სახალხო საქმეზე და სახელწმიფოზე იფუქროს. ახერხებენ ისევ ერთ ჯგუფში და ერთი ჯგუფის იდეალებში ხოტბა არ შეასხან საკუთარ პარტიას და ვერ ახერხებენ …”-განაცხადა ივანიშვილმა.

იტვირთბა....