აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ამჟამად საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს” – PACE-ს მონიტორინგის კომიტეტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის განცხადებით, „ამჟამად საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს“, რაც გამოწვეულია „დემოკრატიულ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე უწყვეტი ზეწოლით, ასევე, ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციით“.

ასევე, მონიტორინგის კომიტეტი „რეპრესიული კანონმდებლობის“ გაუქმებას მოითხოვს, მათ შორის ცვლილებების გაუქმებას სისხლის სამართლის კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

კომიტეტი გმობს „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელობასა და დამოუკიდებელ მედიაზე უწყვეტ თავდასხმას“.

კომიტეტი გმობს იმას, რომ „არ ჩატარებულა სანდო გამოძიება დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან სისასტიკისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე“.

„მონიტორინგის კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს თბილისში საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ ცნობების გამო.

კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....