პროუკრაინულმა პარტიზანულმა დაჯგუფება АТЕШ-მა სანქტ-პეტერბურგში თბომავალი გაანადგურა, რომელიც ნავთობტვირთების გადაზიდვისთვის გამოიყენებოდა
პროუკრაინულმა პარტიზანულმა დაჯგუფება АТЕШ-ის წევრებმა სანქტ-პეტერბურგში გაანადგურეს თბომავალი, რომელიც ნავთობტვირთების გადაზიდვისთვის გამოიყენებოდა | ამის შესახებ პროუკრაინული პარტიზანული დაჯგუფება ინფორმაციას Telegram-არხზე ავრცელებს
“ჩვენი მოძრაობის წევრებმა სანქტ-პეტერბურგში ოპერაცია წარმატებით დაასრულეს. ცეცხლი წაუკიდეს და მწყობრიდან გამოიყვანეს თბომავალი, რომელიც გამოიყენებოდა ნავთობტვირთების გადაზიდვისთვისა და რეგიონის სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მომარაგების ჯაჭვების უზრუნველსაყოფად.
ჩრდილო-დასავლეთის ლოჯისტიკა მუდმივი წნეხის ქვეშ მუშაობს. სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გადატვირთულია. საკვანძო წერტილებში ნებისმიერი შეფერხება იწვევს საწვავისა და ნედლეულის მიწოდების დაგვიანებას. რეგიონის სამრეწველო საწარმოები პირდაპირ არიან დამოკიდებულნი ამ ჯაჭვებზე. მით უმეტეს, რომ იქვე მდებარეობს უსტ-ლუგა – ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. სატრანსპორტო სისტემაში ნებისმიერი დარღვევა მყისიერად აისახება მთელ დარგზე: ქარხნები ვერ იღებენ საჭირო რაოდენობის ნედლეულს, პორტები – ტვირთებს, ხოლო რეგიონული მომარაგება ხარვეზებით იწყებს მუშაობას. კრიტიკული ინფრასტრუქტურა მოწყვლადი რჩება. პუტინის მანქანისთვის უსაფრთხო ადგილები აღარ არსებობს. დარტყმაზე – დარტყმით, ჩვენ შიგნიდან გავანადგურებთ პუტინის ფაშისტურ სისტემას!” – ნათქვამია АТЕШ-ის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

