ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქვეყანაში წესრიგი განსამტკიცებელია, მაგრამ არა დამნაშავის ცემის ხარჯზე“

პრემიერმა  გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის წარდგენისას   სასამართლოს სისტემის რეფორმაზეც ისაუბრა:

„ძალოვანი უწყებები აღარ წარმოადგენენ პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტიტუტებს და ისინი გვევლინებიან ადამიანის უფლებების და მართლწესრგისი დამცველებად. წესრიგი განსამტკიცებელია ქვეყანაში, ამ მიმართუილებით გადასდგმელია ნაბიჯები, მაგრამ არა ადამიანის უფლებების დარღვევის, არა დამნაშავის ცემის, თუ სხვა სახის ზეწოლის ხარჯზე, არამედ სწორი საკანანმდებლო ცვლილებებით, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების სწორი, ეფექტური მუშაობით.

 

ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, თუმცა, რაც დღეს არის და რაც იყო ჩვენი მთავრობის მოსვლამდე ცა და მიწაა, ძალიან დიდი განსხვავებაა უკვე, მნაგრამ გასაკეთებელი ნამდვილად კიდევ არის და ამ მიმართულებით სვლას აუცილებლად გავაგრძელებთ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....