აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„როსპოტრებნადზორმა“ სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“ რუსეთში იმპორტი შეაჩერა

ამ გადაწყვეტილების შესახებ რუსულმა სახელმწიფო სააგენტომ ევრაზიის ეკონომიკურ კომისიას, ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს აცნობა.

„„როსპოტრებნადზორმა“ დააწესა დროებითი სანიტარული ზომა „ჯერმუკის“ მინერალური წყლის ყველა პარტიის რუსეთში იმპორტისა და დისტრიბუციის შეჩერების მიზნით. აღნიშნული პროდუქტები არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას. პროდუქტის სამკურნალო თვისებების შესახებ შეცდომაში შემყვანმა ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს არაეფექტური მკურნალობა და ჯანმრთელობის გაუარესება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აპრილის ბოლოს „როსპოტრებნადზორმა“ შეაჩერა სომხეთში წარმოებული „ჯერმუკის“ მინერალური წყლის გარკვეული პარტიების იმპორტი და დისტრიბუცია. რუსული მედიის თანახმად, წყალში აღმოჩენილი იქნა ბიკარბონატის იონების, ქლორიდებისა და სულფატების ჭარბი დონე.

იტვირთბა....