ახალი ამბები

აბას არაღჩი – მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი აშშ-ის ღალატი, წინააღმდეგობრივი პოზიციები და გადაჭარბებული მოთხოვნებია

აშშ-ის ღალატი, წინააღმდეგობრივი პოზიციები და გადაჭარბებული მოთხოვნები მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან საუბრის დროს განაცხადა.

აბას არაღჩი შეერთებული შტატების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას პაკისტანის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად მიიჩნევს.

არაღჩიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს მიმართ ღრმა უნდობლობის მიუხედავად, ირანი კვლავ სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდება დიპლომატიურ პროცესს და ყველა ღონეს ხმარობს გონივრული და სამართლიანი შედეგის მისაღწევად.

ირანული მედიის თანახმად, თავის მხრივ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უარყო ძალის გამოყენება ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა გაერო-ს წესდების პრინციპების დაცვისა და დიპლომატიური საშუალებების გამოყენების აუცილებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად.

იტვირთბა....