არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

ჩინეთში, შანსის პროვინციაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შანსის პროვინციაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქების შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება 22 მაისის ღამით ცინიუანის ოლქში მდებარე „ლიუშენიუს“ ქვანახშირის მაღაროში მოხდა. აფეთქების დროს მაღაროში 247 მუშა იმყოფებოდა.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ხელისუფლებას დაშავებულების დახმარებისა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდა. ამასთან, ჩინეთის ლიდერმა ავარიის მიზეზის საფუძვლიანი გამოძიებისა და კანონის შესაბამისად მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრების ბრძანება გასცა.

მედიის ცნობით, დაკავებულები არიან მაღაროზე პასუხისმგებელი კომპანიის ხელმძღვანელები.

იტვირთბა....