„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო სიის ათეულს ასაჯაროებს. სიას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, ათეულს კი „ქართული ოცნების“ ახალი სახე ირინა ფრუიძე ასრულებს.
სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერმინისტრი
- კახა კალაძე – ვიცეპრემიერი
- ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი
- თამარ ჩუგოშვილი – იურისტი, პრემიერის ყოფილი თანაშემწე, საიას ყოფილი თავმჯდომარე
5.გიორგი გახარია – ბიზნესომბუდსმენი
6.აკაკი ზოიძე – კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჯანმრთელობის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მკვლევარი
7.თამუნა ხულორდავა – სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე
- რომან კაკულია – ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
9.სოფო ქაცარავა – უცხო ენების სპეციალისტი, იყო ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი.
10.ირინა ფრუიძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, “ახალი მემარჯვენეების” ყოფილი წევრი, ინტელექტუალურ თამაშ “რა, სად, როდის” წევრი.