ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ბოლო დროს მომხდარი მკვლელობების საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ჟურნალისტის თქმით, საზოგადოების გულგრილობა ცალკეული ფაქტების მიმართ სოციუმში არსებულ სნობიზმსა და ელიტებს უკავშირდება.
“არ აინტერესებს თბილისს ხელოსანი, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ “კაი” ბიჭს რიგში დგომა ეზარებოდა.
თბილისს არც ის ბიჭი აინტერესებს, რომელმაც დედა მარტო დატოვა.
იმიტომ რომ არცერთ მათგანს “აბაროტის” ამღები არ ყავს. თუ საძმო, დაპირისპირება, გავლენიანი სახელები არაა და ეს ყველაფერი ორ უბანში არ ხდება, თბილისს უბრალოდ კიდია.
ამ ქალაქში კრიმინალიც კი ელიტარულია. სინანულიც და სიბრალულიც. და ვაი ჩვენს პატრონს. არაფერი გვეშველება მანამდე ვიდრე, ეს ელიტაა in action!
წყალტუბოელი ნანუკა. 2016. 06.09.”-წერს ჟორჟოლიანი.