ხორვატიის ჩრდილო-დასავლეთ ისტრიის რეგიონში, ქალაქ მედულინთან ახლოს მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ხორვატიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Hina პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.
მედიის ინფორმაციით, მცირე ზომის თვითმფრინავი გერმანიიდან ხორვატიის მიმართულებით მიფრინავდა.
ადგილობრივმა პილოტმა, ნიჯაზ დელიჩმა საინფორმაციო პორტალ Index-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავი „ჰაერში სპირალურად შემობრუნდა და მიწას შეეჯახა“.

