ბელგიაში განათლების რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე შეტაკებები მოხდა.
მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის განათლების სექტორში დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ დემონსტრაცია დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბელგიის მთავრობა უმაღლესი განათლების წლიური სწავლის საფასურის 835 ევროდან დაახლოებით 1 100 ევრომდე გაზრდას გეგმავს.
ამასთან, რეფორმა საშუალო სკოლის ბოლო კლასების მასწავლებლებს დაავალდებულებს კვირაში ორი დამატებითი საკლასო საათი აიღონ.

