აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მათ ურჩევნიათ ჩვენი ქვეყანა დამარცხდეს, ვიდრე მორიგი, მრავალთაგან ერთ-ერთი, გამარჯვება მომანიჭონ…” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე განცხადებას ავრცელებს:

„გუშინ, აბსოლუტურად უაზრო კენჭისყრაზე, წარმომადგენელთა პალატაზე ოთხმა საშინელმა რესპუბლიკელმა და დემოკრატმა [დემოკრატების დამცინავი ფორმა] ხმა მისცა ჩემი საომარი უფლებამოსილების შეზღუდვას, თანაც ზუსტად იმ დროს, როდესაც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ომის დასასრულებლად საბოლოო მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. ვინ ჩაიდენდა ასეთ არაპატრიოტულ საქციელს? მათ ხომ კარგად იციან, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები. დემოკრატებს „ტრამპის გადარეულობის სინდრომი“ამოძრავებთ. მათ ურჩევნიათ ჩვენი ქვეყანა დამარცხდეს, ვიდრე მორიგი, მრავალთაგან ერთ-ერთი, გამარჯვება მომანიჭონ. ის ოთხი რესპუბლიკელი კი სულ სხვა ისტორიაა – ისინი უბრალოდ პოპულისტები არიან! მათ უნდა რცხვენოდეთ თავიანთი საქციელის.” – წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებას შეზღუდავს.

იტვირთბა....