აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დღეს რუსეთის მიერ მოკლული ბავშვების ხსოვნის დღეა. ამჟამად ეს არის სულ მცირე 707 უკრაინელი ბავშვი…” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“დღეს რუსეთის მიერ მოკლული ბავშვების ხსოვნის დღეა. ოფიციალურ ენაზე მას სხვა სახელი ჰქვია, მაგრამ სიმართლის ენაზე ეს სწორედ ასე ჟღერს. ეს დღე, ომის ყველაზე მტკივნეულ ეპიზოდებზეა, ყველაზე დიდ უსამართლობასა და ბოროტებაზე, რომელსაც რუსეთი ჩადის, როდესაც იღუპებიან ყველაზე დაუცველები და უდანაშაულოები.
ამჟამად ეს არის სულ მცირე 707 უკრაინელი ბავშვი და კიდევ ათასობით ბავშვი, რომლებიც რუსეთმა დაჭრა, გაიტაცა, რომელთა ბედიც დღემდე უცნობია. ეს მნიშვნელოვანი და საშინელი მაჩვენებლებია, მაგრამ მათ უკან დგას ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ რუსული დანაშაულების ციფრები. ეს არის ბავშვობის ოცნებები, გეგმები, იმედები, რომლებიც უბრალოდ წაშალეს. ეს არის თითოეული დედისა და თითოეული მამის ტკივილი, რომლებმაც არ იციან, როგორ იცხოვრონ ამის შემდეგ.
ჩვენი უკრაინელი ბავშვები, ზოგიერთი რამდენიმე დღის იყო, ზოგი პირველ კლასში უნდა შესულიყო, ზოგს კი გამოსაშვები საღამო უნდა ჰქონოდა. აი, ვის ებრძვის დაავადებული სახელმწიფო. აი, ვის უპირისპირდება ე.წ. „მსოფლიოს მეორე არმია“, რომელსაც არ შეუძლია ბრძოლის ველზე გამარჯვება და თვითდამკვიდრებას ბავშვების ხარჯზე ცდილობს.
ნათელი ხსოვნა თითოეულ დაღუპულ ბავშვს. ვალდებულებაა თითოეული ჩვენგანისთვის, რომ გვახსოვდეს, დავიცვათ ბავშვები და გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ის ბოროტება, რომელიც რუსეთმა მოიტანა, დაისაჯოს” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

იტვირთბა....