ჯგუფი ЗВЕРИ-ს კონცერტი ბათუმში გაუქმდა. მიზეზის შესახებ ჯგუფი თავის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“ საუბრობს:
„კონცერტის ორგანიზატორმა ბათუმში, GTS Group-მა არ შეასრულა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები – კერძოდ, არ გადაურიცხა მუსიკოსებს გამოსვლისთვის საჭირო ჰონორარი მითითებულ ვადაში.
ძალიან ვწუხვართ, რადგან ჯგუფ ЗВЕРИ-ს დიდი ხანია, უნდა, წარდგეს ქართველი პუბლიკის წინაშე და იმედი გვაქვს, მალე შევხვდებით“, – აცხადებენ მუსიკოსები და იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს 2017 წელს დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში ეწვევიან.
ამავდროულად, რუსული ჯგუფი აღნიშნავს, რომ გაყიდული ბილეთების თანხა tkt.ge-ს მეშვეობით დაბრუნდება.
როგორც TKT.GE „ფეისბუქზე“ აცხადებს, 29 აგვისტოს დაგეგმილი, ჯგუფ Zveri-ის კონცერტი ორგანიზატორების – GTS Group-ის მიერ გაუქმდა:
„გაყიდული ბილეთების თანხების დაბრუნებასთან დაკავშირებით ინსტრუქცია დაიდება რამდენიმე წუთში“, – აცხადებენ TKT.GE-ს წარმომადგენლები „ფეისბუქზე“.
თავად ორგანიზატორი კომპანია GTS Group კი ასევე, სოციალურ ქსელში აცხადებს:
„გვინდა მოგაწოდოთ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია.
რუსული როკ ჯგუფი ზვერის კონცერტი გაუქმდა!!!
28 აგვისტოს დღის 13:00 ზე საორგანიზაციო ჯგუფი მზად იყო მათ დასახვედრად, თუმცა სამწუხაროდ ისინი ვერ ჩამოფრინდნენ.
მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი მოხდა GTS Group- ისგან დამოუკიდებლად, ჩვენ ამ ეტაპზე ვიცავთ კონფიდენციალურობას და არ ვასაჯაროებთ არ ჩამოსვლის ნამდვილ მიზეზს.
რაც შეეხება ბილეთებს, ამ ეტაპზე ბილეთებს ყიდვა შეჩერებულია და თანხის დაბრუნებას ეტაპობრივად შევასრულებთ.
ასევე გვინდა ჩვენი ორგანიზაციის სახელით ყველა მსმენელს და ჩვენს პარტნიორებს მოვუხადოთ ბოდიში“.
დღის რეიტინგული სტატიები:
- ,,მაია მიყვარხარ. უშენოდ აღარ შემიძლია… ვირიშვილებს უფალი აზღვევინებს“ – ვახტანგ რჩეულიშვილი
- ხაინდრავას ფილმის შემდეგ: „ვაღებინე სისხლი, დედაჩემი სცემეს იმიტომ, რომ დედაჩემი იყო“
- როგორი ამინდი იქნება სექტემბრიდან საქართველოში
- ექსპერტიზის პასუხი: დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე ნაწამებია
- საშინელი ავარია ქობულეთში: გარდაიცვალა 2 ადამიანი, 3 – დაშავდა
- ”რაღაც თუ არ შეიცვალა, მაია მომიკვდება“