ახალი ამბები მთავარი

ხვალ, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე შოთა რუსთაველის ძეგლთან სახელოვნებო სცენა აქცია-მსვლელობას აანონსებს

ხვალ, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე შოტა რუსთაველის ძეგლთან სახელოვნებო სცენა აქცია-მსვლელობას აანონსებს.

როგორც ღონისძიების ანონსშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები მსვლელობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივლენ. აქციის ორგანიზატორები Full Stop/წერტილი და კულტურა დემოკრატიისთვის არიან.

“26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით, მმართველმა პარტიამ, უგულებელყო უმრავლესობის ნება და საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მთავარი – არჩევანის თავისუფლება წაართვა. საქართველოს სახელოვნებო სცენა პროტესტს უცხადებს რეჟიმს, რომელიც ებრძვის ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც სიტყვის, გამოხატვისა და არჩევანის თავისუფლებაა.

ქართული კულტურა საფრთხეშია და მასთან ერთად საფრთხეშია თავად ქართული იდენტობაც. ამის კარგი ილუსტრაციაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენებიც. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით არ გავჩუმდეთ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, დავიცვათ ადამიანის ძირეული უფლებები და ქართველი ხალხის არჩეული, ისტორიული ევროპული კურსი.

ვიწყებთ პროტესტების სერიას, რომელსაც სხვადასხვა ფორმა და შინაარსი ექნება. ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული კულტურა და იდენტობა – ვთხოვთ შემოგვიერთდეს.

მოძრაობის პირველი მსვლელობა კვირას, 17:00-ზე გაიმართება. შეხვედრის ადგილი – შოთა რუსთაველის ძეგლთან, რუსთაველის მეტროს გვერდით. სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად, მსვლელობის ბოლო წერტილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება”, – წერია ანონსში.

იტვირთბა....