ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლაგოდეხში 24 წლის მამაკაცი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა

ლაგოდეხში 24 წლის მამაკაცი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.  სავარაუდო მიზეზად  დენის დარტყმა სახელდება.

 

დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.

 

მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევის დროს მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა:

 

“ბიჭი საკუთარ სახლში მარტო იყო, ოჯახის წევრები რომ დაბრუნდნენ სამუშაოდან და ყვირილი ატეხეს, ჩვენც მაშინ გავიგეთ ამ უბედურების შესახებ. მაშინვე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ და საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მაგრამ ადგილზე მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. რა მოხდა მეტი არაფერი ვიცით. მშვიდი ადამიანი იყო და როგორც ჩვენ ვიცით, არც თვითმკვლელობის მიზეზი ჰქონდა”, – აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს .

 

დღის რეიტინგული სტატიები:

 

იტვირთბა....