ახალი ამბები მთავარი სპორტი

ასეთ შედეგს არავინ ელოდა: “ქართველი, რომელსაც საკუთარი ნავიც კი არ ჰყავს, ფინალში გავიდა“

ქართველი ნიჩბოსანის, ზაზა ნადირაძის პრობლემების შესახებ, რომელიც  რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა, სპორტსმენის მეგობარი ლევან ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ადამიანს, რომელსაც საკუთარი ნავიც კი არ ჰყავს, ეკიპირებას თავისი ფულით ყიდულობს და დამატებითი შემოსავლის გამო მშენებლობებზე მუშაობს ხოლმე, ჯერ ოლიმპიადაზე მოხვდა (პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამ სახეობაში გვყავდა ოლიმპიადის მონაწილე), მერე ფინალში გავიდა და იქაც სულ ცოტა დააკლდა მედლამდე.

მე-5 ადგილიც კი სასწაულია და დარწმუნებული ვარ საერთოდ არავინ ელოდა მისგან ამ შედეგს. ყოჩაღ და მადლობა ზაზა!

პ.ს. იქნება ინამუსოს სახელმწიფომ და ნავი მაინც უყიდოს ამ კაცს” – წერს ყურაშვილი.

ამავე თემაზე კიდევ ერთი ფეისბუქმმომხმარებელი, მაგდა კლდიაშვილი წერს:

“ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ, ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა. ეს ადგილი, ჩვენთვის ოქროს ტოლფასია. ეს ბიჭი, სულ 23 წლისაა, არ ჰყავს მამა და იმისთვის, რომ არჩინოს ოჯახი, ხშირად მტვირთავადაც უწევს მუშაობა. ამ ბიჭს, რამდენიმე წლის წინ, აზერბაიჯანი ეპატიჟებოდა და რომ არა დათო ქაცარავას თავდადებული ბრძოლა, დავკარგავდით მასაც. რამდენიმე წლის წლის, ნადირაძე ჩამოწერეს, რომ შენგან არაფერი დადგებაო. კანოეს ფედერაციის მწირი ფინანსები მის მომზადებას ხმარდებოდა. ოლიმპიური კომიტეტის სამოწყალო 500-ლარიანი სტიპენდია და ვინმეს მეტის იმედი ჰქონდა? მე თუ მკითხავთ, ჩვენ არც ამ მეხუთე ადგილს ვიმსახურებდით, არ დაუმსახურებია ჩვენს ქვეყანას, მაგრამ დაიმსახურა ამ ბიჭმა, რომელმაც დაუღალავად იშრომა რამდენიმე წელი, იმისთვის, რომ გაეკეთებინა ის, რაც გუშინ გააკეთა, რაც დღეს გააკეთა და მე დარწმუნებული ვარ, რომ 4 წელიწადში ზაზა ნადირაძე ოლიმპიური ჩემპიონი იქნება!! სპორტის სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტი – მიხედეთ ასეთ თვითნაბად ტალანტებს!!! უპატრონეთ. დააფინანსეთ ფედერაცია, გააკეთთ ბაზა! შედეგი კარგია, მაგრამ რას აკეთებთ, წარმატებისთვის ხელშესაწყობად? არაფერს!” – წერს მაგდა კლდიაშვილი.

ზაზა ნადირაძემ ოლიმპიდაზე ნიჩბოსნობაში 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.

 

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....