ღვთისმსახური გიორგი კახიძე თავის Facebook-ის კედელზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბარია სოფელ დაფნარში მომხდარ ავტოკატასტროფაში დაღუპულ ერთ-ერთ ახალგაზრდაზე.
ნახევარი საათის უკან დამირეკა მამაომ და უსაშინლესი ამბავი შემატყობინა!!!!!
ჩვენი ტაძრის სტიქაროსანი, მამაოს ყოფილი მოსწავლისა და უახლოესი მეგობრის – ვლადიმერ კაცაძის (კოთობანას, ვინც ამასწინებზე მოსკოვში გვიმასპინძლა 3 დღე!) უფროსი ვაჟი, გიგი კაცაძე (15-16 წლის ბავშვი!) ამ დილას საშინელ ავტოკატასტროფაში დაღუპულა 2 თავის მეგობარ ბიჭთან ერთად! ტრაილერს შეჟახებიან და მთლად აზელილები ძლივს ამოუცნიათ მაშველებს…
ღმერთო დიდებულო! ღმერთოოოოოოოოო!!!!!
არა! არა! მაინც არ გკითხავ – რატომ?! არ გკითხავ! შენ იცი ყველაფერი რატომ და რისთვისაც… :(((((
ცუდად ვარ ძალიან! რით ვანუგეშო? რა ვუთხრა განადგურებულ მამამისს და ოჯახს????? სად მოვნახო, ან და რა სიტყვები გამოვძებნო ასეთ დროს? ალბად მხოლოდ მისვლა და სიჩუმე…
მამაო ახლა გზაშია და ვანში მიემგზავრება, მათთან….
მამაოც განადგურებულია, ძლივს მესაუბრებოდა… :((( ახლა მან უნდა აუგოს წესი, პანაშვიდი… ღმერთო, მიეცი ძალა!!!
უფალო, გაანათლე ამ და ყველა სხვა ახალგაზრდას სულები, ავტოავარიებში მომწყდართა!… ამინ!
დღის რეიტინგული სტატიები:
- 3 ახალგაზრდა დაიღუპა: დაფნარის ავტობანმა ადამიანების სიცოცხლე ისევ იმსხვერპლა
- ვისი რჩევით დაკრძალეს 15 წლის შემდეგ თაფლში შენახული მიცვალებული სოფელ ქანდაში
- რა გამოუქვეყნა ლელა კილაძემ გიგი უგულავას დაბადების დღეზე
- რა იყო ტრაგედიის მიზეზი: “დედა უყურებდა საშინელებას, როგორ ამოიყვანეს შვილები წყლიდან”
- „ასეთი არავისგან მომისმენია“: პრემიერი კვირიკაშვილი გურული გოგონას იდეამ განაცვიფრა