ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაია და გუკა რჩეულიშვილები და ირაკლი მინდელი პატიმრობაში რჩებიან

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულები,  მაია და გუკა რჩეულიშვილები, აგრეთვე ირაკლი მინდელი, თბილისის საქალაქოს სასამართლომ   პატიმრობაში დატოვა.

 

ადვოკატებმა პროცესზე განაცხადეს, რომ  დაკავებულებს გირაო უნდა შეეფარდოთ. თუმცა, პროკურატურის განცხადებით,  ბრალდებულები ზემოქმედებას განახორციელებდნენ მოწმეებზე და მტკიცებულებების მოპოვებაში გამოძიებას ხელს შეუშლიდნენ.

 

მორიგი  წინასასამართლო სხდომა 11 ოქტომბერს გაიმართება.

გამოძიება აღნიშნულ პირებს სხვისი ქონების დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვაში ედავება.

 

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....