ნაწყვეტი ია სუხიტაშვილის ინტერვიუდან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა:
– ცოლ-ქმარს შორის ყოველთვის არის პატარ-პატარა კამათები. როცა დროებით შორდებოდით, მაშინაც არ იყო სინანული, სასოწარკვეთა?
– ვერ ვიქნები რესპონდენტი, რომელიც იტყვის, რომ ყველაფერი იდიალურად იყო ჩემს ოჯახში. იყო კამათიც, გაუგებრობაც, არ შეიძლება ორი ადამიანის აზრი ყველა საკითხში ემთხვეოდეს ერთმანეთს. ეს ნორმალურია, მაგრამ არის რაღაცები, რაც არანორმალურია ურთიერობაში, რისი გამოსწორების არც შანსია და არც აზრი აქვს. 35 წლის ვარ. ჩემში თვისებები ისეა უკვე ჩამოყალიბებული, რომ ვისაც არ უნდა მოუნდეს, ვეღარ გამომცვლის. ასეთი ვარ. ან უნდა მიმიღო ასეთი, ან უარი თქვან ჩემთან ურთიერთობაზე.
– შეიძლება გკითხო მიზეზი, რის გამოც შენი პირველი ქორწინება დამთავრდა?
– სიმართლე გითხრა, ასე დეტალურად აღარ მახსოვს. როცა ვხურავ წარსულის კარს ყველაფერს ვივიწყებ. იყო, ალბათ, რაღაცები რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. ალბათ, მისთვისაც იყო გარკვეული საკითხები მიუღებელი ჩემთან მიმართებაში, არ ვიცი…
– მას მერე რაც შენ და მიშა ერთმანეთს დაშორდით, ამ თემაზე არცერთს არ გისაუბრიათ, შეიძლება გკითხო რა მოხდა?
– არ ვარ მზად ამ მიზეზზე ვილაპარაკო. ახლა მგონია, რომ ჩვენი დაშორების მიზეზზე არასდროს ვილაპარაკებ.
– რთული იყო, ალბათ, განშორება…
– ადვილი არაფერი არ არის. არც ეს დაშორება, არც ჩემთვის და არც მისთვის. ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი.
– 9 თვეა მარტო ხარ… როგორ ხარ?
– ახლა უკეთ. იყო ძალიან რთული პერიოდები, რომელიც მარტო მიშას არ ეხება. ბევრი სხვა პრობლემა დაერთო ერთმანეთს და რთულად გადავიტანე. კიდევ ერთხელ მივხვდი რა არის ჩემთვის თერაპია. ეს არის ჩემი საქმე.
– ყოფილ ქმრებთან ურთიერთობას ახერხებ?
– წლები მჭირდება ამისთვის.
– მიშა ცდილობს?
– არ ვიცი, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
– ეჭვიანი ხარ?
– დოზირებულად.
– ყოფილებზეც გიეჭვიანია?
– არავითარ შემთხვევაში. თუ ვამთავრებ, ვამთავრებ.
– რა არის მთავარი შენთვის მამაკაცთან ურთიერთობისას?
– იმაზე მეტად უნდა ვუყვარდე ვიდრე მე მიყვარს.
– პირიქით ყოფილა?
– არ ვიცი, მაგრამ, მომჩვენებია.
– ორმა დანგრეულმა ოჯახმა, ხომ არ გამოიწვია შენში უნდობლობა, შიში, რა იქნება ხვალ?
– ამაზე მიფიქრია და მეშინია, ამ ყველაფრის ფონზე არ დავკარგო ჩემი ადამიანი, ის, ვისაც ნამდვილად ვიმსახურებ. არ ვიტყვი მზად ვარ თუ არა ახალი სიყვარულისთვის. ასე არასდროს არაფერს ვგეგმავ. თუ მოვა, მოვიდეს, მე აქ ვარ.
„პრაიმტაიმი“
დღის რეიტინგული სტატიები:
- საგანგაშო სიგნალი რუსეთიდან: ქართველი პოლიტოლოგი განცხადებას ავრცელებს
- „შვილი დამიღუპეს, მან ცურვა იცოდა“: დაღუპული სამხედროების მშობლები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ
- „საქართველოს პრეზიდენტი ვარ, წამო ერთად დავლიოთ“: ჟურნალისტი ბათუმში მომხდარ უცნაურ ამბავს ყვება
- “რა ვუთხრა განადგურებულ მამამისს და ოჯახს”: ვინ იყო ავარიაში დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა
- 3 ახალგაზრდა დაიღუპა: დაფნარის ავტობანმა ადამიანების სიცოცხლე ისევ იმსხვერპლა
- „ასეთი არავისგან მომისმენია“: პრემიერი კვირიკაშვილი გურული გოგონას იდეამ განაცვიფრა