აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

” ICG-ის ანალიტიკურ მასალაში ევრობიუროკრატებს პრაგმატიზმისკენ მოუწოდებენ, ეუბნებიან, საქართველო მართალია, იქნებ ჭკუას მოუხმოთ და სწორი ნაბიჯები გადადგათო” – თენგიზ შარმანაშვილი

დამოუკიდებელი ორგანიზაციის „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი“ (ICG) ანალიტიკურ მასალაში ევრობიუროკრატებს პრაგმატიზმისკენ მოუწოდებენ, სტატიაში საქართველოს მოქმედება სრულად გამართლებულია, ქვეყანა იმ ნაბიჯებს ვერ გადადგამდა, რასაც მისგან ითხოვდნენ, რადგან საქართველო ამით კატასტროფამდე მივიდოდა, – ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევრობიუროკრატებს მოუწოდებენ, საქართველოს მიმართ პრაგმატული დამოკიდებულება და ევროინტეგრაციის საკითხი გაყონ.

„მოუწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტები არ გაქვთ, ამ ურთიერთობას ნუ დააზარალებთო. ამას დიპლომატიურად ამბობენ. იმდენად დარწმუნებული არიან, რომ ევრობიუროკრატები თავის ნარატივს ასე ადვილად არ მოიშლიან, ფაქტობრივად, შეფარვით ეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მართალია და თქვენ არასწორად ექცევით, იქნებ, ჭკუას მოუხმოთ და მისი მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადადგათო. მთლიან კონტექსტში სურათი ასეთია – სტატიაში აღიარებულია, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უსამართლოა. ეს დამოკიდებულება შექმნილია რაღაც კლიშეებისა და ცრუ ნარატივების გამო, რის გამოც უკან ნაბიჯებს ვეღარ დგამენ და ამ სივრციდან ვეღარ გადიან. მოწოდებაა, რომ გეოგრაფიასაც დაუკვირდნენ, სად არის საქართველო და ასევე საკუთარ ქმედებებსაც, ჰქონდა თუ არა ქვეყანას სხვა გამოსავალი, რათა კატასტროფამდე არ მიეყვანა ვითარება, თუ იმ ნაბიჯებს გადადგამდა, რასაც მისგან ითხოვდნენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

იტვირთბა....