აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“იტამარ ბენ-გვირის მიერ ფლოტილიის წევრების მიმართ მოპყრობით შეძრწუნებული ვარ – ეს მიუღებელია” – ანტონიო კოშტა

იტამარ ბენ-გვირის მიერ ფლოტილიის წევრების მიმართ მოპყრობით შეძრწუნებული ვარ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა აცხადებს.

„შეძრწუნებული ვარ ფლოტილიის წევრების მიმართ ისრაელის მინისტრის, ბენ-გვირის მოპყრობით. აღნიშნული საქციელი სრულიად მიუღებელია. ჩვენ მათ დაუყოვლებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი X-ზე.

ცნობისთვის, ოთხშაბათს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა სოცაილურ ქსელში პალესტინელების მხარდამჭერი დაკავებული აქტივისტების ვიდეო გაავრცელა.

იტამარ ბენ-გვირის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ სხედან აშდოდის პორტში ჰუმანიტარული ფლოტილიის აქტივისტები, რომლებიც ღაზას სექტორისკენ მიემართებოდნენ და ისრაელის საზღვაო ფლოტმა შეაჩერა, მუხლებზე დაჩოქილები. მათ ხელები ზურგს უკან აქვთ შეკრული და თავდახრილი არიან. ბენ-გვირი მათ შორის დადის ისრაელის დროშით და ყვირის: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისრაელში, ჩვენ ვართ აქ ბატონ-პატრონები“. ვიდეოს თან ახლავს წარწერა: „ასე ვესალმებით ტერორიზმის მხარდამჭერებს“.

ფლოტილია „სუმუდი“ 14 მაისს თურქეთის ქალაქ მარმარისიდან გავიდა და 18 მაისს ისრაელის საზღვაო ძალებმა საერთაშორისო წყლებში, ღაზადან დაახლოებით 250 საზღვაო მილის დაშორებით, შეაჩერეს. ორგანიზატორების თქმით, 40-ზე მეტი ქვეყნიდან 428 ადამიანი დააკავეს. “გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ განცხადებით, ბორტზე მყოფ აქტივისტებს ღაზაში მცხოვრები პალესტინელებისთვის საკვები, მათ შორის ბავშვების საკვები და სამედიცინო დახმარება გადაჰქონდათ.

იტვირთბა....