აშშ-მა სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდი დამრტყმელი ჯგუფი კარიბის ზღვაში გადაიყვანა, – ინფორმაციას The New York Times-ი აშშ-ის სამხრეთის სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სამხრეთის სარდლობის ცნობით, დამრტყმელი ჯგუფის შემადგენლობაში ავიამზიდი USS Nimitz, საავიაციო ჯგუფი Carrier Air Wing 17, გამანადგურებელი USS Gridley და მომარაგების ტანკერი USNS Patuxent შედის.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კარიბის ზღვის აუზში. USS Nimitz-მა თავისი საბრძოლო ძლიერება მთელ მსოფლიოში, ტაივანის სრუტიდან სპარსეთის ყურემდე დემოკრატიის დაცვით და სტაბილურობის უზრუნველყოფით დაამტკიცა“, – აცხადებს აშშ-ი სამხრეთის სარდლობა.
ცნობისთვის, აშშ-ის სამხრეთის სარდლობამ კარიბის ზღვაში დამრტყმელი ჯგუფის განლაგების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გუშინ, აშშ-მა კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს ბრალი წაუყენა. კერძოდ, კასტროს ბრალი წაუყენეს აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობის შეთქმულებაში, რაც 1996 წელს კუბასა და ფლორიდას შორის ორი თვითმფრინავის ჩამოგდებას უკავშირდება. კასტრო, რომელიც ამჟამად 94 წლისაა, იმ დროს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური იყო.

