ცნობილი სოპრანო, ნინო სურგულაძე, ყაზბეგზე მოჭრილ ხეებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:
„ხეების მოჭრა არის ვანდალიზმი და მეც,როგორც ამ ქალაქში და ქვეყანაში დაბადებული და გაზრდილი, ვგმობ ამ ვანდალიზმს და მოვუწოდებ ყველას, არ მოჭრათ ხე!
დავრგოთ ხეები და ვიზრუნოთ ჩვენ სახლზე, რომელსაც საქართველო ჰქვია!
ჩვენი ფონდი ნატვრის ხის, დიტო ცინცაძის და სხვა ფონდების მთავარი მიზანია, ბავშვების გადარჩენა.
ვერ ავუდივართ მომართვებს მშობლებისგან, დაავადებებმა მნიშვნელოვნად იმატა! ვიზრუნოთ მომავალზე! ნუ გავინადგურებთ საკუთარ თავს და მომავალს! არ მიყვარს ხმამაღალი განცხადებები,მაგრამ ეს რეალობაა”!- წერს ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე.
შეგახსენებთ, რომ მერიამ პროკურატურას გადასცა მოჭრილი ხეების საქმე.
დღის რეიტინგული სტატიები:
- საგანგაშო სიგნალი რუსეთიდან: ქართველი პოლიტოლოგი განცხადებას ავრცელებს
- „შვილი დამიღუპეს, მან ცურვა იცოდა“: დაღუპული სამხედროების მშობლები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ
- „საქართველოს პრეზიდენტი ვარ, წამო ერთად დავლიოთ“: ჟურნალისტი ბათუმში მომხდარ უცნაურ ამბავს ყვება
- “რა ვუთხრა განადგურებულ მამამისს და ოჯახს”: ვინ იყო ავარიაში დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა
- 3 ახალგაზრდა დაიღუპა: დაფნარის ავტობანმა ადამიანების სიცოცხლე ისევ იმსხვერპლა
- „ასეთი არავისგან მომისმენია“: პრემიერი კვირიკაშვილი გურული გოგონას იდეამ განაცვიფრა