სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, ინტერნეტსა და სხვა საჯარო სივრცეში წამების კადრების ხელმისაწვდომობის აღკვეთას ითხოვს:
“2016 წლის 15 აგვისტოს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა წამებისა და ღირსების შემლახავი კადრები, სადაც კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ვიდეო ჩანაწერების ხილვა იწვევს მასში აღბეჭდილი ადამიანების ღირსების შელახვას და მორალურ ტკივილს. ღირსება ადამიანის აბსოლუტურად დაცული სამართლებრივი სიკეთეა, რომლის დაცვაზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას.
ამ კადრების საჯარო ხელმისაწვდომობა უწყვეტ რეჟიმში იწვევს კონკრეტული ადამიანების სამართლებრივ და მორალურ შევიწროვებას. მიუხედავად უმაღლესი ინტენსივობის სამართლებრივი ზიანისა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები განიცდიან, ამ დრომდე არაერთ ინტერნეტ სივრცეში, კვლავ ხელმისაწვდომია აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები.
საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ კომპეტენტურმა სახელმწიფო უწყებებმა არა მხოლოდ დაიწყონ გამოძიება ვიდეო მასალის გავრცელებისა და შენახვის ფაქტზე, არამედ დაუყოვნებლივ გაატარონ კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს ამ კადრების ხელმისაწვდომობა და ხილვადობა ინტერნეტ და სხვა საჯარო სივრცეში.“ – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ კადრებთან დაკავშირებით, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოკითხვაზე „ქრონიკა +“-ის რედაქტორი, ელისო კილაძე დაიბარეს.
დღის რეიტინგული სტატიები:
- საგანგაშო სიგნალი რუსეთიდან: ქართველი პოლიტოლოგი განცხადებას ავრცელებს
- „შვილი დამიღუპეს, მან ცურვა იცოდა“: დაღუპული სამხედროების მშობლები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ
- „საქართველოს პრეზიდენტი ვარ, წამო ერთად დავლიოთ“: ჟურნალისტი ბათუმში მომხდარ უცნაურ ამბავს ყვება
- “რა ვუთხრა განადგურებულ მამამისს და ოჯახს”: ვინ იყო ავარიაში დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა
- 3 ახალგაზრდა დაიღუპა: დაფნარის ავტობანმა ადამიანების სიცოცხლე ისევ იმსხვერპლა
- „ასეთი არავისგან მომისმენია“: პრემიერი კვირიკაშვილი გურული გოგონას იდეამ განაცვიფრა