ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საგანგაშო სიგნალი რუსეთიდან: ქართველი პოლიტოლოგი განცხადებას ავრცელებს

პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია სოციალურ ქსელში წერს:

„ახალახანს გავრცელდა საინტერესო ინფორმაცია – რუსეთის ფედერაციის საჰაერო-კოსმოსური ძალების სტრატეგიული დანიშნულების დამრტყმელი თვითმფირნავები ტუ-23მ3 უკვე ჩაფრინდნენ ირანში და განთავსდნენ სამხედრო-საჰაერო ბაზა “ჰამადანში” და იქიდან დაიწყებენ საბრძოლო ამოცანების შესრულებას სირიის მიმართულებით, რაც ასევე ითვალისწინებს რუსეთის სამხედრო მანქანის გააქტიურებას ერაყის მიმართულებითაც, სადაც ამერიკელების პოზიცია შედარებით მყარია. ამის პარალელურად, ორი დღის წინ კასპიის ზღვაზე რუსებმა დაიწყეს მასიური სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნები, ფრთოსანი რაკეტების “კოლიბრის” გამოყენებით, რომლის მთავარი ამოცანაცაა ოპერატიული-სტრატეგიული ოპერატიული ზონის ფარგლებში დარტყმების მიყენება სირიაში მოქმედი უკვე პრო-ამერიკული ახალი კოალიციის ძალების წინააღმდეგ (ყოფილი “ჯაბჰათ ან-ნუსრას” დაჯგუფება და მათთან კოალიციაში მოქმედი “სირიის თავისუფალი არმიის” წინააღმდეგ). აქვე ანალოგიურ წვრთნებს მართავს რუსული ხმელთაშუაზღვისპირული სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერატიული ესკადრა. ამავე დროს, ასადის რეჟიმმა დიდი “საჩუქარი” გაუკეთა თავის სტრატეგიულ მოკავშირეს – სირიაში მყოფი სამხედრო-საჰაერო ბაზა “ხმეიმიმი” გადავიდა რუსეთის სრულ განკარგულებაში და გახდა მისი საკუთრება უვადოდ. მოკლედ ბაქოს სამიტის შემდეგ და ახალი რეგიონული უსაფრთხოების მოდელის ამოქმედების შედეგად რუსეთი გადავიდა უკვე კონკრეტულ ქმედებებზე და ეს არის უკვე საგანგაშო სიგნალი, იმ ფონზე, როდესაც იძაბება გეოსტრატეგიული ფონი რუსეთ-უკრაინის საფრონტო ხაზებზე: დონბასა და ანექსირებული ყირიმის მიდამოებში. ჩვენ კი გართულები ვართ შიდა-საპარლამენტო არჩევნებით და სხვა დანარჩენს არც კი ვამჩნევთ. ოსიპ მალდეშტამის არ იყოს: როცა ინგრევა სამყარო, მე არაფერს არ ვიმჩნევ…“-წერს მაისაია.

 

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....