ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დაუდევრობა თუ იყო, პასუხს აგებენ“: ლევან იზორია დაკარგული ჯარისკაცების მშობლებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე გონიოში ორი დაკარგული ჯარისკაცის სამძებრო ღონისძიებებს გაეცნენ.

ერთ-ერთი სამხედროს მშობელმა, იაგო შარაძემ, თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას უთხრა, რომ სავარაუდოდ ინსტრუქტორმა ყურადღება ვერ გამოიჩინა:

„ხომ შეიძლებოდა მასწავლებელს მიექცია ყურადღება? – უბრალო უყურადღებობამ დამიღუპა შვილი. აქვე გაიზარდა ჩემი შვილი, ძალიან ძლიერი მოცურავე იყო, მას არაფერი არ შეეშლებოდა“, – აღნიშნა იაგო შარაძემ.

ლევან იზორიამ მშობლებს განუცხადა, რომ პირად კონტროლზე ჰყავს საქმე აყვანილი :
“გამოძიება დაიწყო და მიზეზებს დავადგენთ. თუ ეს იყო დაუდევრობა, ბუნებრივია, პასუხს აგებენ, გაძლევთ პირობას. ახლა მთავარი ამოცანაა სამაშველო ოპერაცია მივიყვანოთ ბოლომდე. ამერიკელებიც აქ არიან, თურქულ მხარეს ვთხოვეთ დაგვეხმარონ, მათ აქვთ გამოცდილება მსგავსი ღონისძიებების. პირად კონტროლზე იქნება ეს საქმე, ძალიან გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი გონიოში უწყების თანამშრომლებთან ერთად სპეციალურ თათბირზე შეიკრიბნენ.

 

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....